საზოგადოება
,,აფხაზეთის თოლიებმა" ენგური ვერ გადმოლახეს

toliebiგალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,აფხაზეთის თოლიები” (ხელმძღვანელი ე. პატარიძე). მათ არაერთი კონცერტი ჩაუტარებიათ გალის, ოჩამჩირისა და სოხუმის ხალხით გაჭედილ დარბაზებში. მათ მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს აღფრთოვანებაში მოუყვანიათ აფხაზები და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ვერა და ვერ გადმოლახეს ,,აფხაზეთის თოლიებმა” მდინარე ენგური და ვერ ეღირსნენ კონცერტების ჩატარებას ზუგდიდსა და დანარჩენ რაიონებში. ვის არ მიმართეს თხოვნით, რომ მიეცათ მათთვის შესაძლებლობა, თავიანთი ოსტატობა ენგურსგაღმელებისთვისაც ეჩვენებინათ, მაგრამ მათთვის არავის ყურადღება არ მიუქცევია. არადა, საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებისგან მათ თანადგომა და დახმარება აუცილებლად სჭირდებათ.

თუ აფხაზები და რუსები უსმენენ და უყურებენ ქართველი პატარების შემოქმედებას, ჩვენ რა გვჭირს? რატომ უგულებელყოფენ და რატომ უკლავენ ამ პატარებს ქართულ სულისკვეთებას?