პოლიტიკა
კობახიძე არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი - მარგველაშვილი

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებით ცდილობს, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები დაარწმუნოს, საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

„საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რაიონებში, იქ ესაუბრებიან ხალხს და ახლა, ამ ფონზე, როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები შეთქმულების თეორიაზე, ეს არის გარკვეულად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, მე არ მგონია, რომ მოიგონა. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებული”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.