სამართალი
უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღდგენილია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

საქალაქო სასამართლომ უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვის მინისტრის (თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი თინა ხიდაშელის მიერ გაცემული ბრძანება – საქინფორმი)  18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისდელტასგენერალური დირექტორის  დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს  სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების მიზნით ბათილად სცნო თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანება, რის საფუძველზეც უჩა ძოძუაშვილი 2017 წლის 22 მარტს დაუბრუნდა მის მიერ 18.05.2016 წლამდე დაკავებულ თანამდებობას”.