სამართალი
საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების თანამშრომლებმა თ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 22, 83 გრამი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1, 7271 გრამ ჰეროინს შეიცავს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.