საზოგადოება
,,ძალიან გვწყინს, რომ სეპარატისტებს გვეძახიან”

enguri3გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში მცხოვრებნი და იქ არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ქართული სახელმწიფოსგან ფინანსდება, მეტ ყურადღებას მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან. ,,ვინც აქ, აფხაზეთში, ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, საგმირო საქმეს ვაკეთებთ. ჩვენი საქმიანობა შეფასებული არ არის. იმის მაგივრად, რომ მადლობა გვითხრან, სეპარატისტებს გვეძახიან, რაც ჩვენ ძალიან გვწყინს. რატომ ვართ ჩვენ სეპარატისტები?" – კითხულობს გალის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე, სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, აფხაზი ქალბატონი ნონა თარბაია, რომელიც პარტიზანული გზებით მოვიდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების” მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა იმის გამო, რომ მე, აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ ექიმს, პრობლემები მექმნება თანამდებობის პირებთან შეხვედრაში. არც ერთხელ არ დაინტერესებულან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, თუ რას ვაკეთებთ, რა გვიჭირს. თუ გვაფინანსებენ, ხომ უნდა იცოდნენ, ვის გვაფინანსებს?" – განუცხადა ნონა თარბაიამ ამ სემინარზე მყოფ რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელს ზვიად ზვიადაძეს.