საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებმა 7 აპრილის ღამეს შაირათის ავიაბაზისკენ 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ამ საქციელის მიზეზებზე, ასევე იმაზე, თუ რის ეშინია სიკვდილივით დონალდ ტრამპს, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტმა შემდეგი რამ მოჰყვა. ევგენი სატანოვსკის აზრით, „შაირათის ავიბაზაზე სარაკეტო შეტევა დონალდ ტრამპს ქვეყნის შიგნით თავისი რეპუტაციის გადასარჩენად სჭირდებოდა. აშშ–ს სერიოზული პრობლემები აქვს ერაყის მოსულში, სადაც ამერიკული არმიის ქმედებების შედეგად მასობრივად იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამის გამო ტრამპი კოლოსალურ ზეწოლას განიცდის მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან. „ამიტომ ან ყველა იტყვის, რომ ის პრეზიდენტი კი არა, დოყლაპიაა, ანდა, იტყვიან, რომ „კერკეტი კაკალია“.
სიტუაცია სირიაში პრინციპულად არ შეცვლილა, რუსეთი იქ დარჩა, ასევე თურქეთიცა და ირანიც. ისევე, როგორც იქ დარჩნენ საუდის, ყატარის ტერორისტები. რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰათ–ან–ნუსრა“ ასევე იქ დარჩნენ. საქმე ისა, თუ რა იქნება შემდგომ. დაიწყება თუ არა იქ ლიბიის, ერაყის ანდა ავღანეთის მსგავსი დიდი ომი. მიგვიყვანს ეს ახალ „ყარიბის კრიზისამდე“ თუ არა? ეს ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტმა.
საქინფორმი სრულებით ეთანხმება სატანოვსკის – რომ შაირათის ავიბაზაზე სარაკეტო იერიში დონალდ ტრამპს ქვეყნის შიგნით თავისი რეპუტაციის გადასარჩენად სჭირდებოდა, და მხოლოდ აუცილებლად მიაჩნია დააზუსტოს, რომ ამ საქციელით ტრამპმა ერთბაშად შეწყვიტა დაუსრულებელი ინსინუაციები, რომ ის, თითქოსდა, პუტინის საუკეთესო მეგობარია, რომელიც პრეზიდენტად ეფ–ეს–ბეს ჰაკერებმა აქციეს.