უცხოეთი
ბიბილოვს მხარს უჭერს 57,9%, ალანიას – 78%

    საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს:

ანატოლი ბიბილოვი - 57,98 %

ლეონიდ თიბილოვი - 30 %

ალან გაგლოევი - 11,1 %

"ხმების 54,9 % მივიღე. ასე რომ, გავიმარჯვე", - აცხადებს ბიბილოვი.

რაც შეეხება რეფერენდუმს, სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 78 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი 9 აპრილს ჩატარდა.

რეფერენდუმი იმის გასარკვევად ჩატარდა, უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა და "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნება".