პოლიტიკა
საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა (საქინფორმი)

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ხდება უფრო და უფრო ღრმა, – ასეთი მესიჯით მიმართა თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის გახსნაზე მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან განაცხადა, რომ 26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა ინტეგრაციის და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები ცვლილებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ვაღიარებთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ვამაყობთ ნატოსა და საქართველოს, როგორც ალიანსის პარტნიორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს საქმიანობაში. ეს ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისთვის, რათა ვისაუბროთ ისეთ საერთაშორისო პრობლემებზე, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და უსაფრთხოება“, - განაცხადა, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ტაკან ილდემმა.

იმ დროს კი, როცა სინამდვილის ადექვატური აღქმის უნარდაკარგული საქართველოს ხელისუფლებს მანტრასავით იმეორებს ზღაპრებს „საქართველოში რუსული პროპაგანდის“  და „უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი და არჩევნები ტარდება და ის სახელმწიფო ალანიად ყალიბდება, რომლის სათავეშიც ენერგიულ ბიბილოვს ირჩევენ მოტივირებულ თანამოაზრეთა გუნდით.

სამაგიეროდ, საქართველოში გაიმარჯვა კოაბიტაციამ – მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და „ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, გამყიდველი ექსპერტ–პოლიტოლოგები და ენ–ჯე–ოები ერთსულოვანი არიან ყველაფერში, როგორც არასდროს, ხოლო თუ წაკინკლავდებიან კიდეც, მხოლოდ თბილი ადგილისათვის „კარმუშკასთან“...