საზოგადოება
საქინფორმი მთელ საქართველოს უსამძიმრებს – გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილი

  საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, გივი ბერიკაშვილი.

მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს, მდგომარეობის გართულების გამო ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

საქინფორმი ზედმეტად მიიჩნევს თეატრსა და კინოში მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული როლების, ასევე გივი ბერიკაშვილის საპატიო რეგალიების ჩამოთვლას.

საქინფორმი დღეს უსამძიმრებს არა მარტო ნათესავებსა და ახლობლებს, არამედ მთელ ქარტველ ხალხს, რომელმაც გუშინ თავისი საყვარელი და დიდი შვილი დაკარგა!

გივი ბერიკაშვილის დაკრძალვა გაიმართება 13 აპრილს, გამოსვენება მოხდება მისი საყვარელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა...