საზოგადოება
მიხარია, რომ ახალი თაობის უმეტესობამ რუსული არ იცის! - რით განსხვავდება ერთმანეთისგან ფსიქოლოგი და ფსიქოპათი?

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ცნობილი ქართველი ფანტასტი–მწერლის გურამ ფანჯიკიძისა და პოლიტიკოსი ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის აზრით, სასიხარულოა, რომ ახალი თაობის უმეტესობამ რუსული ენა არ იცის, რადგან ეს არის გარანტია, რომ "კაგებეს მეტასტაზები მალე თავისი სიკვდილით განადგურდება".

„მიხარია, რომ ახალი თაობის უმეტესობამ არ იცის რუსული. ეს ერთგვარი გარანტიაა, რომ კაგებეს მეტასტაზები მალე თავისი სიკვდილით განადგურდება. მანამდეა შესანარჩუნებელი ქვეყანა, სანამ ეს თაობა გახდება ამომრჩეველიც და ქვეყნის მფლობელიც”, – წერს ფანჯიკიძე, რის შემდეგაც რწმუნდები, რომ განსხვავება „ფსიქოლოგსა“ და „ფსიქოპათს“ შორის არც ისე დიდია...