სამართალი
თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი საქართველოში გადმოასვენეს

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოქალაქეები ქალაქ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  საქართველოს კონსულიც იმყოფებოდა.

ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე  და 6 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, ქალაქ რიზესთან სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

გარდაცვლილი უკვე გადმოასვენეს საქართველოში. ავტოავარიის მიზეზებს თურქი სამართალდამცველები იკვლევენ. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი მოეკიდა.