სამართალი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა აცნობა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგიმ შიმშილობა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის თხოვნით შეწყვიტა. ის გადასხმებს იკეთებს.

ადვოკატის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებაზე იმ ინფორმაციამაც იმოქმედა, რომ მას საპატრიარქოს წარმომადგენლები მოინახულებენ.