პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო კომისიას ტოვებენ

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ  კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა კომისიის მუშაობაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც ეს მოცემულ ფორმულაშია, რომ პირველ ადგილას გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს გადანაწილება პროპორციულად. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ტუღუშმა.

ქვეყანაში ადმინისტრაციული რესურსის მანიპულაციის გზით სახელისუფლებო პარტია ყოველთვის ახერხებს, რომ მოაგროვოს ყველაზე მეტი ხმა და სწორედ ისინი წაიღებენ გაუნაწილებელ მანდატებს. რეალურად ჩვენ გვექნება იგივე ვითარება, რაც გვაქვს მაჟორიტარული არჩევნების პირობებში, როდესაც სახელისუფლებო პარტია იქნება სასათბურე პირობებში არჩევნების დროს“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ ლეიბორისტულ პარტიაში.

ეს კონსტიტუცია იწერება არა ხალხისათვის, არამედ ჭორვილელი ოლიგარქისათვის და ეს კონსტიტუციური პროექტი დაიწერა არა აქ, ამ კომისიაში აზრთა შეჯერების შედეგად, არამედ დაიწერა შუშის სასახლეში,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.