აქტუალური
არასამთავრობოები კონსტიტუციის სამუშაო ვერსიიდან ქორწინების დეფინიციის ამოღებას ითხოვენ

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. კონსტიტუციის სამუშაო ვერსიაში უკვე შეტანილი დეფინიციის, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა – ამოღების მოთხოვნა დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.

ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ რაიმე საჭიროება არსებობს, კონსტიტუციით განისაზღვროს ქორწინება. ჩვენის აზრით, ამას მეტ-ნაკლებად ჰომოფობიური კონოტაცია აქვს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ თუ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრება ჩაიწერება, ასევე კონსტიტუციამ უზრუნველყოს ის, რომ ერთი და იმავე სქესის პირებს ექნებათ სხვა სახის პარტნიორობის ანუ .. სამოქალაქო პარტნიორობის უფლება”, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სამოქალაქო სექტორის პროტესტს იწვევს კონსტიტუციის სამუშაო ვერსიაში არსებული სხვა მუხლებიც. მესამე სექტორისთვის მიუღებელია გაუნაწილებელი მანდატების განაწილების და ბლოკებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საკითხი.

საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვერსიის მიხედვით, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები. უქმდება უშიშროების საბჭოც.