სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.

ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა და წინასწარ გამოართვა თანხის ნაწილი - 7500 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ლაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.