პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: მასხრად აგდებული „დამოუკიდებლობა“

   საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი.

„უცხოეთის მიერ საქართველოში ჩათესილი კიბოს უბედურება, ხალხის მიერ გაპანღურებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ მეტასტაზია ,,რუსთავი-2“, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან, დემოკრატიის და ხალხის სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან, თუ არა პირიქით. ამიტომ ასე გაცოფებით იცავენ დემოკრატიის და სამართლიანობის ნიღბიანი მათი ევროპელი მწვრთნელები.

თუ არა ნაციონალთა თავხედობა, აღვირახსნილი პარპაში, მესისხლეობა, კაცთმოძულეობა, ყოველივე ქართულის მტრობა და საქართველოს დაქუცმაცების მცდელობა ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ისე ვერ მოვიდოდა, როგორც ბიძინა ივანიშვილის დიდი ძალისხმევის გარეშე მარგველაშვილი ვეტოქექია პრეზიდენტობას ვერ ეღირსებოდა და არავის ეცოდინებოდა მისი სოფლის მოლაყბის ფილოსოფიის შესახებ, თურმე ქართველები ფიზიკურად რომ იზრდებიან და გონებრივად ბავშვის დონეზე რჩებიან. მისი მდიდარ სექსითტრაბახიც სოფლის სალაყბოს დონეს შერჩებოდა სასაცილოდ და არა მთელ საქართველოს. ამის შემდეგ რატომ უნდა გაგვიკვირდეს ვეტო-ს უფლების უცხოეთის აგენტი ასო-ების და გაკოტრებული პოლიტიკოსების საამებლად გამოყენება.ტელევიზიის ეკრანიდან სასამართლოზე სხვის ზეწოლაზე ლაპარაკი, ამავე სასამართლოზე მისი ზეწოლა და მეუღლის რუსთავ-2-ის საპროტესტო აქციებზე სიარული. ხალხი კი კარგად ხვდება ვინ ცეკვავს უცხოეთის მუსიკაზე თავისი ეგოისტური მ იზნების სასარგებლოდ, რის შედეგადაც ერთ დროს მთლიანი და ჯანმაგარი საქართველო როგორ დააკნინეს, ქართველობა გაანახევრეს და უცხოეთის ხელისშემყურედ აქციეს.

მოლაყბე დემაგოგი, ვითომ პატრიოტი, სინამდვილეში სამშობლოს გამცემი და თანამემამულეთა ინტერესების გროშებზე გამცვლელი, სიტყვით ზნეობრივად სპეტაკი, საქმით კი სინდისგატეხილი, ანგარებიანი უნამუსოა.

უსმენ პოლიტიკოსებად წოდებულ უამრავ გადაგვარებულ არსებას და უნებლიედ შეგიჩნდება მწარე ფიქრი, რა ძალამ მოწამლა ასე ჭარბად ანტიეროვნულობის შხამით, რომ სიკეთე, სიყვარულის და კეთილშობილი მამულიშვილობის მარცვალიც არ დაუტოვა.

ხელისუფლებაში ყოფნის სენით დაავადებულთა განკურნების მცდელობა საცრით წყლის ზიდვას ჰგავს. ასე რომ არ იყოს ნაციონალებს მეორედაც რომ მიაჩუქო ქვეყნს მართვა, თავიანთი მანკიერებათა ბუდე ფიურერის თამადობით, ბნელში უნდა იმალებოდნენ, იმი შემდეგ, რაც მათ ისედაც მრავალტანჯულ საქართველოში უბედურება აბარტყეს. მაგრამ, ეტყობა, ამგვარი სენით  დაავადებულებს, თუ ოდესმე ჰქონიათ, უპირველესად სინდისის ძარღვი უქრებათ.

ტელევიზიაში კი გაკოტრებული პოლიტიკოსების კარუსელიდან დაუღალავად აფრქვევენ თავიანთ ინტერესებზე მორგებულ რეკომენდაციებს და მიმდინრე მოვლენების მათ გემოვნებაზე შეფასებას. ვის აქებენ და ვის ლანძღავენ ადრე ქების კორიანტელს რომ აყენებდნენ ამის მიხედვით მიხვდები, ვინ შეუწყვიტა გობში საკვების ჩაყრა და ვინ შეუვსოთ. ასეთებში არიან ისინიც ,,ქართული ოცნების“ კოალიციიდან გამოპანღურების შემდეგ ივანიშვილის ქება-ძაგებით რომ შეცვალეს და ისინიც, ვისაც ამ გობიდან წილი არ ერგო.

ვინც ყრუ არ არის, ესმის ხალხის უძღები შვილების მუხთლობასთან წილნაყარი გნიასი.

ვინც ბრმა არ არის, ხედავს ქართველი ერის საუბედუროდ ქვეყანაში დასეულ ევროატლანტიკურ სიგიჟეშეყრილთა აღვირახსნილ პარპაშს.

ნაციონალების გაპანღურებით შეშფოთებული უცხოელი მფარველები ყველაფერს კადრულობენ, მათ მიერვე სასაცილოდ ქცეული, დემოკრატიის და სამართლიაობის დაცვის საბაბით ნაციონალების მუქარასთან შეზელილ მფარველობას.

საქართველოს დამოუკიდებლობა ბუტაფორიული რომ არის დღეს იმათაც არ შეეპარებათ ეჭვი, ცრუ ყბედობაში დაგრძელებული ენით ზურგს რომ იფხანენ.

ამერიკის ელჩის შეუზღუდავი პარპაშის ფონზე უცხოეთის ლაქია ნაციონალების მიერ სახელმწიფო გადატრიალებით მუქარა, აღვირახსნილი ასო-ების აშკარა ქართველთმოძულეობა, ევროკავშირის მიერ დამამცირებელი თვითნებობით საქართველოს საქმეებში ჩარევა დემოკრატიად და სამართლიანობად ინათლება და სახალხო დამცველის ყოველი ავტორიტეტმორღვეული გამოსვლა მწარე ღიმილიღ რომ ამოგაკვნესებს: -ვაიშენ, ამგვარი არსებების მიერ დასაცავო ხალხო და ქართულო სპეტაკო სულიერებავ!

როგორც მათხოვრისთვის მიგდებული ლუკმა, ამგვარად დამსახურებულ ვიზლიბერალიზაციას ევროპული ოჯახის წევრობად გვალანდებენ და თითქმის სამოთხეში შებიჯებად მონათლონ. ტელევიზია კი სიხარულის ნაპერწკლებს აფრქვევს, ვიზალიბერალიზაციის ჩიორებთან ერთად, აღფრთოვანებით ულოცავენ ერთმანეთს ამ დიდ მიღწევას და თავიანთ დაკრულზე თვითონ როკავენ.

ვინც ევროპაში ისედაც უპრობლემოდ დაბრძანდებოდნენ ხალხისთვის ამ ბედნიერების ჩუქებით ზეიმობენ, რომელსაც ვერ გაუგია, რა უხარიათ? ევროპაში კი არა, გაუსაძლისი გაჭირვების უღელში მეზობელ სოფელში ნათესავი ვერ მოუნახულებიათ. ან რა უნდა დაიჯერონ ევროპული საპნის ბუშტების ფრიალში დნება ქართველობა და უცხოურ უზნეობათა სიბინძურე მის სპეტაკი ჩვევების დასვრას, სათაყვანებელი სამშობლოს დამამცირებელი რეკომენდაციებით, ამაყი ერისშვილების ლიქნად და მონურ მორჩილებად გადაქცევას ცდილობს.

უმუშევრობით სულშეხუთული ახალგაზრდობა თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებს’ ფუფუნებაზე გახელებულთა უძღებობა კი ღუპავს ქვეყანას ისე, როგორც დაღუპვა ძველი რომი. სოფელი იცლება. იმის მაგიერ, რომ ნორმალური მიწის რეფორმით დაარეგულირონ სოფლის მეურნეობაში გამძვუნვარებული ქაოსი, შეიქმნან მსხვილი საწარმოები და ხალხი თავის სამშობლოში დაასაქმონ, ვიზალიბერალიზაციით ცდილობენ ისედაც განახევრებული ქვეყნის სიამაყე, ენერგიით სავსე ახალგაზრდობისგან დაცლას, რასაც ევროკავშირიდან დიდ წყალობად გვაყვედრიან, თუ მათი ქვეყნის უფრო დამანგრეველი და სამარცხვინო რეკომენდაციები არ მივიღეთ, ამ წყალობის მოშლით აშინებენ ისედაც მათ ერთგულ გოშიად ქცეულ ვაი პოლიტიკოსებს, თორე ხალხს ისე სჯერა ვიზალიბერალიზაციის სამოთხის, როგორც ავღანეთიდან საქართველოს დაცვის ზღაპრის.

ხალხს კი არაფერი ეშლება და ნურავის ექნება იმის იმედი, რომ იმხელაზე დაამშიეს, დააბეჩავეს, დააკნინეს და გაუსაძლის გაჭირვებასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულს თავისუფლების და სიმართლისთვის ბრძოლის უნარი ჩაუკლეს. გონზე მოდით, ხალხს მშვიდობა და უშფოთველი შემოქმედებითი შრომა ენატრება, რის გამოც ითმენს ანტიეროვნული ჭიაღუის თავხედობას. მოთმინების ფიალა კი წვეთ-წვეთობით ივსება და ვაი მათ ვის მიმართაც უსაზღვრო მოთმინება მრისხანე ანგარიშსწორებად იქცევა!

გამათხოვრებული საქართველო საბჭოთა კავშირის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს სამარცხვინოდ ჩამორჩება. ადრე ყველაზე გამძლავრებული, აყვავებული და წარმატებული რომ იყო, ახლა ევროპელობის დევნაში ბანანის რესპუბლიკის დონე მოგვნატრებია. ევროკავშირშიც ქარავანს მიტმასნებულ, გზააბნეულ გოშიასავით გვექცევიან, ქართველი პოლიტიკოსების ლაქუცზე ერთობიან და გოშიას საკადრებელს გვკადრებენ.

ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის ერთმა მორიგე თუ მოსეირნე მოსამართლემ ისე შეაჩერა, ევროპის რომელიმე მიყრუებულ პროვინციას რომ ვერ გაუბედავდნენ ასეთ თავხედობას.

ვინ არცხვენს ქართველი ერის სიამაყეს?!

ვინ ბედავს ეწოდებოდეს, თუნდაც ევროპელთაგან ასე მასხარად აგდებული ქვეყნის ხელისუფალი და თავისი სამშობლოს ამგვარი დამცირება აიტანოს?!

ნუთუ თქვენში ერთი წვეთი ღირსეული ქართველი მამულიშვილის სისხლი აღარ დარჩა, რომ კორუმპირებულ თაღლითებს სახეში შეამსხვრიოს გათავისუფლებულთა უსინდისობა?!

ევროპა თურმე ჩვენი ოჯახი ყოფილა, ასე გვმოძღვრავენ, დაიჯერებ თუ არა, სულაც არ ენაღვლებათ, მთავარია, რომ ევროატლანტიკურ აგენტურაში სანდოდ ჩაითვლებიან და მუხთალთა საკვებურიდან ძღომას დაიმკვიდრებენ. რა ვუყოთ, მეოთხედი საუკუნეა საქართველოში ქართველთა გაჩანაგების, ისტორიის ქარცეცხლში გამოტარებული ტრადიციების, ლიტერატურის, კულტურის და მთლიანად ეროვნული სიამაყის შებღალვის მცდელობა მძვინვარებს; მახინჯი სექსუალური, ზნეობრივმორალური სიბინძურით ახალგაზრდობას სულიერად ამახინჯებენ.

ეს არ არის დემოკრატიის და სამართლიანობის დაცვის, ჩვენთვის კარგად ცნობილი ევროატლანტიკური თვალთმაქცობა, ან ნაცების და ქოცების პინგვინის თამაშივით ურთიერთ ბრალდებები. ეს არც ევროკავშირის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მასხარად აგდებაა, რასაც ასე მორჩილად მიგვაჩვიეს და არც რაღაც სათამაშოს დაუფლების აუხდენლობით ვნებააშლილი ბავშვის ჭირვეულებად ქცეული ევროკავშირში და ნატოში შესვლის თხოვნით დამსუბუქებულის არაფრად ჩაგდება.

ეს არის მთელი ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელიც რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, კაცობრიობის წინაშე დამსახურებით დიდი  და მდიდარი ერია; ის ევროკავშირიდან თავხედურ დამცირებას არ იმსახურებს და არც შეეგუება!

ევროკავშირი და სტრასბურგის სასამართლო, ქართველი ხალხის მიერ ნაციონალების გაპანღურების შემდეგ, ყველა ღონისძიებით ცდილობენ რუსთავი-2-ის და ნაციონალების სიბინძურისგან გაწმენდას, რითაც თვითონ ისვრებიან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებით კი საბოლოოდ ჩამოიხსნეს ისედაც დაფხრეწილ დემოკრატიის და სამართლიანობის დამცველის ნიღაბი.

ნაციონალების ხელისუფლებიდან გაპანღურების შემდეგ მათ მიერ დაყაჩაღებულთა ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ დაზარალებულები.

რუსთავი-2 ნაციონალების მიერ დაყაჩაღებული ტელევიზია რომ არის ეჭვი არავის ეპარება. უკრაინაში გაქცეული, ბრალდება წაყენებული სააკაშვილ ამ ტელევიზიის ეკრანიდან აფრენდა თავის მუხთლობის ბარტყებს; ბოლოს კი სახელმწიფო გადატრიალების მუქარით დამოძღვრა ბოროტი სულები. რომელი ხელისუფლება მოითმენდა მათ თავხედობას თუ არა კოჰაბიტაციის დამბლით შებყრობილი ,,ქართული ოცნება“.

ახლა სასამართლო არჩევს ამ ტელევიზიის კერძო მფლობელების დავას. რა შუაშია აქ ,,ნაციონალური მოძრაობა“, გვარამია, ასო-ები თუ გაკოტრებული პოლიტიკოსები და პარტიები. ამ ტელევიზიის ეკრანიდან ნაციონალების დაბოღმილი ნაფიგურალები, მათ მიერ გაშარჟებული კანონის და სამართლიანობის დაცვის მოთხოვნით იმ ხალხის სახელით იმუქრებიან, რომელსაც ასე შეაძულეს თავი და ავიწყდებათ, რომ მის მიერ არიან ყუთში მოსრიალებულები, რომელთა დაფაზე წამოსკუპებას ასე ენრგიულად ცდილობს დასაშლელად ჭანჭიკებმორყეული ევროკავშირი, ევროპის სახალხო პარტიის მსგავსი მათი ლობისტებით.

ვერ დააშინეს მოსამართლე და მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დიდი ხნით გადავადებული განაჩენი ახლა უზენაესმა სასამართლომ განიხილა. ნაციონალების საპროტესტო მიტინგების და მოსამართლეთა დაშანტაჟების, რუსთავი-2-ის ეკრანიდან ბრალდებების, მუქარის და თავისუფალი სიტყვის დევნის კორიანტელის მიუხედავად ვერ დააშინეს უზენაესი სასამართლო და, ერთსულოვანი გადაწყვეტილების მირების შემდეგ, ისევ ჩერთო სტრასბურგის ,,სამართალი“. მოხდა ის, რასაც საქართველოს დაოუკიდებლობის მასხარად აგდება ჰქვია. ეგაც ევროპის დემოკრატიული ოჯახის ყბედთა სიცრუით შენელებული წევრობა და ევროკავშირის მოძალადეთა თვითნებობასთან საქართველოს საცოდავი ხელისუფლების მონური მორჩილება.

სტრასბურგის სასამართლოს გარდა ნაციონალების უფრო ძლიერი კოზირი, ამერიკის ელჩის თითის დაქნევა და საქართველოს დამოუკიდებლობის მითის ზოგიერთი გულუბრყვილოს თვალების დამწველად აბოლებაა.

სტრასბურგის სასამართლო რომ არ ჰქონოდათ ევროატლანტიკური თვალთმაქცობის ოსტატებს, ნაციონალების მხარდაჭერის მიზნით შექმნიდნენ და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ცხრავე მოსამართლის ერთობლივ გადაწყვეტილებას ისე გააყალბებდნენ, როგორც ახლა გვიპირებენ.

რომელ დემოკრატიაზე და სამართლიანობაზე ლაპარაკია იმასთან, ვისაც ხმალი ჰკიდია. რომაელი სარდლის შეგონება კარგად აქვთ ათვისებული ნატო-ელ ქორებს და კიდევაც ენერგიულად აწიოკებენ ხალხებს არაბული გაზაფხულით, მასობრივი მოსობის იარაღის ცრუ ბრალდებებით; ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ტერორიზმის აყვავებით.

ასე მოიგონეს ჰააგის ტრიბუნალი სვაბოდა მილოშევიჩისთვის, თავისი ხალხის ერთგულება და სერბიის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძლოა დანაშაულად რომ ჩაუთვალეს იმათ, ვინც სერბიას ბომბები დააყარეს და ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა გაჟლიტეს სიმართლის დამცველის მიეთმოეთით და სერბია მოძალადის ინტერესებით დაშალეს. ასე უქციეს უბედურებად ერთმორწმუნე რუსეთთან ისტორიული მეგობრობა. როცა თვითონ რუსეთიც გაუგონარი ღალატის შედეგად, შავ დღეში იყო და მისი დაშლით დასანაყრებლად ნატოში ნერწყვს ვეღარ იკავებდნენ.

ევროატლანტიკურ ,,თანამეგობრობას“ რუსეთის მაგინებელი, ჯაბანი, ყოველგვარი სამარცხვინო, დამამცირებელი მათი ხუტურების შემსრულებელი საქართველო სჭირდებათ და არა გამთლიანებული, ძლიერი და ყველასგან დამოუკიდებელი.ამიტომ ასე თავგამოდებით ეფაფრებიან ნაციონალებს, დაკარგულ ტერიტორიებს თავის წილად ახალიც რომ მოუმატეს და უფრო გააღრმავეს ნაპრალი ქვეყნის გამთლიანების გზაზე. საქართველოს მთლად დაქუცმაცება კი ხალხმა აღარ დააცადა, მისი რისხვიდან მფარველებმა კოჰაბიტაციის თვალთმაქცობით დროულად რომ იხსნეს. ამრიგად, საქართველოს მთლიანობის აღდგენის ევროატანტიკურ ,,თანამეგობრობაზე“ დიდი მტერი არ ჰყავს!

რომელ ტერიტორიულ მთლიანობაზეა ლაპარაკი, როცა აჭარისთვის ვერ მოუვლიათ და უმადურობის შხამით გონებადაბინდულები, კრავივით მტაცებელს ეხუტებიან.

ახლა ფოთის პორტის ნატო-სთვის დათმობაზე დაიწყო ლაპარაკი. ჭორი არის თუ სინამდვილე ევროატლანტიკურ ფსიქოზშეყრილთაგან ყველაფერია მოსალოდნელი. არც ის არის გასაკვირი, რომ ნატო-ს მიერ აწიოკებული ქვეყნების ლტოვილებისაგან შეწუხებულები გამოსავლის ძებნაში საქართველოს მოადგნენ. გამოჩნდნენ კიდეც ეუთო-სა და გაეროში ლტოლვილების საქართველოში ჩასახლების მქადაგებლები, თავის ლტოლვილებისთვის რომ ვერ მოუვლია და თავისუფალ სახელმწიფო ბინებში შეხიზნულების გამოსახლებით ერთობიან.

ამას ვერ გაუბედავდნენ აზერბაიჯანს, ვერც სასომხეთს, რადგან მათ პარლამენტს გასაოცარი ერთგულებით არ მიუღია ლგბტ-კანონი. ევროკავშირიდან გარყვნილების, სექსუალური აღვირახსნილობის და ერთსქესიანთა სიბინძურის ხსენებაც კი ვერ ბედავს მათთან ცხვირის შეყოფას, საქართველოში ჩარფუყზანა რომ აქვთ გამართული და ქვეყანა მათი ზნედაცემულობის ნავთსაყუდელი ჰგონიათ.

ააყვავეს საქართველო, ახლა ევროპაში სამოგზაუროდ და გასართობად ეპატიჟებიან გაუსაძლისი გაჭირვების და უიმედობის ჯუნგლებში ხელის ფათურით გამოსავლის მაძიებელ ხალხს, რომლამდის ეს ევროპელობის ტაშ-ფანდური მაძღართა ღრეობის ეხოდ აღწევს.

გაპაპაჯორებული ნაციონალები კი ქვეყნის სასამართლო სისტემას დასცინიან და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სტრასბურგიდან აბუჩად აგდებით ემუქრებიან.

ამდენი ქადაგების, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მოსამართლეთა შერჩევის გაწამაწიის შემდეგ მოსათმენია სტრასბურგიდან, აშკარად ტენდენციური, ჩარევით არარაობად ქცევა?!

რას ეუბნებიან იმ მოსამართლეებს, ასე მონდომებით რომ შეარჩიეს ყველა სათანადო ორგანოებმა და ქვეყნის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობა იტვირთეს, თქვენი საქმიანობა ყალბი და ბავშვური თამაშიაო?!

ხელისუფლების სტრასბურგის სასამართლოსადმი ამგვარი კაპიტულაცია, ასე თავხედური, აშკარად ტენდენციური მოქმედების საპასუხოდ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის არაფრად ჩაგდება და მისთვის ზურგის შექცევაა. ეს რით მთავრდება, ნაციონალებს ჰკითხონ. თორე მერე ძალიან გვიან იქნება, როცა ხალხი თავის განაჩენს გამოიტანს.“

5 აპრილი, 2017 წელი