საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშების განხორციელების შესახებ ბრძანებით კონსტიტუაცია დაარღვია.
„როგორც უნდა იყოს დასაბუთებული სამხედრო იერიში სირიაზე, აშშ–ის კონსტიტუციის 1–ლი მუხლით, ასევე სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციის შესაბამისად, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ პრეზიდენტმა კონსულტაციები უნდა გაიაროს კონგრესთან და მისი ნებართვა მიიღოს. ბევრი ამერიკელი სერიოზულად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მორიგ ომში ჩათრევის პერსპექტივით“, – მიაჩნიათ სენატორ–დემოკრატ ჯეფ მერკლისა და სენატორს კონექტიკუტიდან კრის მერფის.
სენატორმა ელიზაბეტ უორენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ტრამპმა „ამერიკელ ხალხს თავისი სტრატეგია უნდა განუმარტოს“. „არ შეიძლება სირიის კონფლიქტის ესკალაცია, თუ არ გაქვს მკაფიო მიზნები და მათი მიღწევის გეგმა“, – განაცხადა დემოკრატმა.