საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო" მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი (1939 — 1945 წლები) მიძღვნილ მულტიმედიურ პროექტს "ჩვენი გმირები" იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი სოციალურ ქსელებში ინტერაქტიული აქცია იქნება, რომლის ფარგლებში სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თავისი ახლობლების ისტორიები და ფოტოები გაასაჯაროოს. ამისთვის აუცილებელი იქნება "Sputnik საქართველოს" ოფიციალურ Facebook-გვერდზე ფოტოები და ისტორიები განათავსოს, რომელთაგანაც საუკეთესოები "Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულებს Sputnik-სგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც სტარტს აპრილის შუა რიცხვებში აიღებს, „Sputnik საქართველო" მკითხველს წარუდგენს ომის ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუებს და ფაშიზმზე გამარჯვების თემასთან დაკავშირებული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნარკვევებს.
რესურს "Sputnik საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: "თითოეულ ქართულ ოჯახში ახსოვთ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს ფასდაუდებელი წვლილი. Sputnik-ის ახალი პროექტის მიზანი —ჩვენი წინაპრებისა და ბაბუების გმირობის ხსოვნა და ახალი თაობისთვის ამ კავშირის ჩვენებაა".
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი წავიდა, რომელთაგან მხოლოდ 300 ათასი დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს. საქართველოს ათიათასობით მცხოვრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ყველაზეცნობილი —უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (19210-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად, 1945 წლის მაისში რეიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.