საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით 66 ბენეფიციარზე - 34 344 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური დახმარებით) 7 ბენეფიცირზე 1050 ლარი გაიცა.
დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. მრავალშვილიან 266 ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 26 600 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 4 ოჯახზე - 1200 ლარი;
34 ბენეფიციარზე 5100 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 2 ოჯახზე 500 ლარი, ხოლო გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 1 ოჯახზე 200 ლარი.
დახმარებები გაიცა ასევე შშმ პირებზე და სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით - 16 ბენეფიციარზე 3200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით 3 ოჯახზე 600 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წლის მარტის თვეში გაწეული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 72 794 ლარი შეადგინა.