საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 7 აპრილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია”. მიმაჩნია, რომ კონცეფცია მხარდასაჭერია. სწორედ რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.
მივესალმები განახლებულ მიდგომას, როდესაც თითოეული ახალწვეული გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსს. მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა იმ ფუნქციების განსახორციელბლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.