სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი . დააკავეს.

სევერიანე ბერულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი. მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.