სამართალი
“რატომ არ იცი თურქული?!” - თურქი მებაჟეები და მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს სცემენ

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაზარალებული როინ ლეონიძის მეუღლემ განუცხადა.

როინ ლეონიძეს სახის არეში ნახეთქი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა, მედიკოსების გადაწყვეტილებით, დაშავებული სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერეს.

ინციდენტი სარფის საბაჟოზე 7 აპრილს, დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებდნენ. მათი ინფორმაციით, 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც გამშვებ პუნქტზე მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სხვა მებაჟებისა და მესაზღვრეების დახმარებით ფიზიკურადაც გაუსწორდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ საბაჟოზე მსგავსი ქმედება პირველი შემთხვევა არ არის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ტრაპზონში საქართველოს საკონსულო და ისინი აქტიურად თანამშრომლობენ თურქულ მხარესთან, რათა გამოძიება საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით წარიმართოს.

P.S. “ასეთი რამ პირველად არ ხდება! ისინი გამუდმებით ასე გვეპყრობიან! აქაოდა, თურქული ენა რატომ არ იცითო?!” - განუცხადეს ჟურნალისტებს აღშფოთებულმა აჭარლებმა, რომლებიც პარასკევს საკონტროლო-საბაჟო პუნქტ “სარფთან” მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

ზემოთქმულთან დაკავშირებით “საქინფორმი” შეახსენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თურქეთი სამწლინახევრის შემდეგ აჭარის დასაკუთრებისთვის ემზადება, რადგან 2021 წელს იწურება ყარსის ხელშეკრულების ვადა, რომლითაც საქართველოს გარანტად რუსეთის ფედერაცია გვევლინება.

დღეს საქართველო არ არის საკავშირო სახელმწიფოს - სსრკ-ის წევრი, რომელიც აღარ არსებობს. საქართველო არც ახალი - ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ამიტომ რუსეთის ფედერაციასთან არაფერი აკავშირებს.

მეტიც - რუსეთის ფედერაცია დღეს საქართველოს მიერ ოკუპატად და აგრესორად არის აღიარებული, ამიტომ საეჭვოა, 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ ყარსის ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი გამოთქვას და მისი პირობებით საქართველოს გარანტორად დარჩეს.

თურქეთის მცხოვრებლები კი, როგორებადაც მალე იქცევიან საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებნი, ვალდებული არიან, თავიანთი ახალი სახელმწიფო ენა - თურქული იცოდნენ!