უცხოეთი
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას, სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვის დროს რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ვისამე მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების დაუშვებლობას გამოძიების დასრულებამდე. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„გაიმართა აზრთა გაცვლა–გამოცვლა 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე. ვლადიმერ პუტინმა, კერძოდ, ხაზი გაუსვა ვისამე მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებას მიუკერძოებელი და დეტალური საერთაშორისო გამოძიების დასრულებამდე“, – ნათქვამია ცნობაში.