საზოგადოება
პროკურორი: გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს. მისი თქმით, ბრალდების მხარემ გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა იმის გამო მოითხოვა, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას არ მიემალოს.

ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე პასპორტის ჩამორთმევის შესახებ. ეს იქნება ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებული არ მიემალება მართლმსაჯულებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა მალე დასრულდება და მიუხედავად ადვოკატების მცდელობისა, რომ საქმე მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო, გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ გუშინ გურამ რჩეულიშვილი (სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტის“ ერთ–ერთი მფლობელის, 4–წლიან პატიმრობა მისჯილი მაია რჩეულიშვილის ვაჟი) ციხიდან გირაოთი გამოუშვეს, რადგან მისი წინასწარი პატიმრობის 9–თვიანი ვადა ამოიწურა.