აქტუალური
დღეს, 20 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (სემგს), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, მორიგი აუქციონი იმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამოაქვთ დუშეთის რაიონში არსებული ორი ობიექტი – ლიცენზია მინერალური წყლის – "მაკარტას" მოპოვებასა და გამოკვლებებზე; მეორე კი – მიწისქვეშა წყაროდან წყლის – "ბახას" მოპოვებასა და გამოკვლებებზე.ერთი სოფელ მაკარტას მიმდებარე ტერიტორიაზეა, მეორე კი – სოფელ ბახანის მიდამოებში.
თითო ლიცენზიის საწყისი გასაყიდი ფასი 10 000 ლარია, მოქმედების ვადა კი – 25 წელი.