სამართალი
საქმე „ციანიდი პატრიარქისათვის“: დეკანოზ მამალაძის შიშილობის მეოთხე დღე

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი.  დაცვის მხარე დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს.

სწორედ დაცვის ღონისძიების გამო დაიხურა სასამართლო პროცესიც, თუმცა ამ ეტაპზე ადვოკატები უფრო მნიშვნელოვნად საქმის დეტალების გასაჯაროებას ასახელებენ.

მამა გიორგი მამალაძე უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს. დაკავებული დეკანოზი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ გიორგი მამალაძე შიმშილობაზე უარს იტყვის, რადგან მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.

„მამა გიორგის გადაწყვეტილება არის ძალიან კატეგორიული. მას სურს პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.