პოლიტიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად მუშაობს - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ–კონგთან შეთანხმებებს. გვინდა, დავიწყოთ კვლევა ინდოეთის  მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ“, –განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.