საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. დღეს, 7 აპრილს, კანონმდებლების წინაშე ქვეყნის მეთური სიტყვით გამოვა. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ ობიექტური იქნება.
„მედია გაკონტროლებულია, სასამართლო სისტემა გაკონტროლებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების პროცესი გრძელდება და საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის აზრით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ კარგი შესაძლებლობაა.