აქტუალური
2017 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

რაოდენობრივად იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.

„გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“.