უცხოეთი
მარია გაიდარი პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა

  საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მრჩევლად ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოადგილე მარია გაიდარი დანიშნა.

რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იგორ გაიდარის შვილი, რუსი ოპოზიციონერი მარია გაიდარი 2009-2011 წლებში კიროვის ოლქის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

2015 წელს ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაიდარი თავის მოადგილედ დანიშნა. იმავე წლის აგვისტოში მან უკრაინული პასპორტი მიიღო. 2016 წლის სექტემბერში მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.