უცხოეთი
გლოვის ნიშნად საფრანგეთში ეიფელის კოშკი ჩააქრეს

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი

სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეიფელის კოშკის განათება 5 აპრილს ღამით ჩააქრეს,-ამის შესახებ პარიზის მერი ან იდალგო მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. „ჩვენ ერთად ვართ“,-წერს ის.

სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, თელავივის მერიის შენობა რუსეთის დროში ფერებში გამოსახეს.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ მეტროსადგური, სადაც 3 აპრილს აფეთქება მოხდა, ყვავილებით შეამკო.

ვლადიმერ პუტინმა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ.