სამართალი
საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. კრიმინალური ჯგუფის წევრები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ბინებს ძარცვავდნენ. ჯგუფის წევრები ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად დააკავეს ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად.
ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს ატაშეც. ამ ეტაპზე უცნობია, განხორციელდება თუ არა მათი დეპორტაცია.
ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბინებიდან ტექნიკა და ძვირფასეულობა გაჰქონდათ. ჩხრეკისას აღმოჩენილია ნაქურდალი ნივთებიც.