პოლიტიკა
ხელისუფლება IRI–ს კვლევის შედეგებს არ ენდობა, ოპოზიცია კი მმართველი გუნდის რეიტინგის ვარდნაზე ლაპარაკობს

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კვლავ არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა.

“ქართული ოცნება” არადამაჯერებლად მიიჩნევს პარტიათა რეიტინგს, რომლის მიხედვით მმართველ პარტიას 26 % აქვს, მეორე ადგილზე კი 15 %-ით “ნაციონალური მოძრაობაა”.

გამოკითხვები, კვლევები ნაკლებად იმსახურებს ღრმა განხილვას ვინაიდან არ მახსოვს რომელიმე კვლევა, რომელსაც მიახლოებული სურათი დაედო არჩევნების წინ. ასე რომ, კვლევებს ნაკლებად შევხედო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

IRI-ის კვლევაში 7%-იანი რეიტინგი აქვს “ევროპულ საქართველოს”.

ქვეყანა არის საკმაოდ ღრმა კრიზისში და ეს კრიზისი გამოიწვიაქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, “ქართულ ოცნებას” არ აქვს მაღალი რეიტინგი“, - ამბობს ლევან თარხნიშვილი.

კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს “ნაციონალური მოძრაობა”.

„არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამ ავტორიტეტული სოციალური კვლევის შედეგებში რაიმე სახის ეჭვი შევიტანოთ. ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა განპირობებულია იმ მოვლენებით, რომელიც მოხდა არჩევნების შემდგომ პერიოდში. “რუსთავი 2”-ის მოვლენებმა გააშიშვლა ხელისუფლება და სასამართლო სისტემა. ეს გარემოებები, ეს შეუსრულებელი დაპირებები და უპერსპექტივობის განცდა ხალხში აისახა ამ კვლევის შედეგებში“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.