პოლიტიკა
საქართველოს ყოველთვის ქმნიდნენ, ქმნიან და აძლიერებენ სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები - მარგველაშვილი

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების პროცესში ეროვნული უმცირესობების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტური დოკუმენტია, მოქალაქეთა თანხმობის დოკუმენტიცაა, ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი გადამწყვეტია.

როდესაც სხვადასხვა შტოები ერთმანეთს აკონტროლებენ და ეხმარებიან, ეს დაპირისპირება კი არ არის, ეს არის დემოკრატია.

ყველანი რომ ერთ აზრზე ვიყოთ, არ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელმაც შეიძლება განსხვავებულად იფიქროს, არ გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც შეიძლება რაღაცაში გაგვაკრიტიკოს, არ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც აჩვენებს შეცდომებს, ჩვენ დავკარგავთ მთავარს, რაც გვაქვს, ჩვენ დავკარგავთ ჩვენი საზოგადოების თავისუფლებას. შესაბამისად, თითოეულ ამ თემას აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ინსტიტუტები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკურ უმცირესობებთან საუბრისას.