საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტებიგანიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიუნაშვილის მიმართ გამოტანილი ე.წ. განაჩენი არის ლეგიტიმურ საფუძვლებს მოკლებული, პოლიტიზებული და აუცილებელია მისი გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერების გამო და იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების პერიოდში ადგილობრივი ფერმერების უსაფრთხოებას უკავშირდება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 11 მაისს გაიმართება.