აქტუალური
სანდრო ბრეგაძე: არ მინდა, 31 მარტი კალგოტკიანი კაცების აღლუმის დღე იყოს

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  "მე 31 მარტს მინდა ჩემმა შვილმა ტრანსგენდერთა დღე კი არ იზეიმოს, არამედ იზეიმოს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე", - ამის შესახებ "ქართული იდეის” წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა "რეაქციაში" ილაპარაკა.

"მე მინდა, რომ ეს იყოს დამოუკიდებლობის დღე, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ მოპოვებული ეროვნული დამოუკიდებლობის დღე და არა კალგოტკიანი კაცების აღლუმის დღე", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.