სამართალი
შვეიცარიის ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების კონტროლზე კომენტარი გააკეთა

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების კონტროლზე კომენტარი გააკეთა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა.

"შვეიცარია მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებს. ტვირთების კონტროლის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოხდა შვეიცარიის დახმარებით. ჩვენ კვლავ ვაპირებთ, დავაყენოთ ამ შეთანხმების განხორციელების საკითხი. ვფიქრობთ, შვეიცარიული კომპანია უნდა იყოს ნეიტრალური მხარე, რათა შეთანხმებით გათვალისწინებულმა ნეიტრალურმა სტატუსმა იმუშაოს", - განაცხადა ლუკას ბეგლინგერმა.