უცხოეთი
ვუჩიჩი: სერბეთი ევროპისკენ გზას გააგრძელებს, თუმცა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. სერბეთის კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი კვირას ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულია. პირველ რაუნდზე გამოკვეთილი უპირატესობა ადასტურებს, რომ ქვეყანაში უმრავლესობა არსებულ პოლიტიკას ემხრობა. კერძოდ - დასავლეთთან თბილი ურთიერთობების ფონზე, კავშირების განმტკიცებას ტრადიციულ პარტნიორთან, რუსეთთან.

დამოუკიდებელი გამოკითხვების მიხედვით, 47 წლის ლიდერს ხმების 55 პროცენტი გარანტირებული აქვს. პირველი რაუნდის გადასალახავად სულ 50 იყო საჭირო. მეორე ადგილზე მყოფმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, საშა იანკოვიჩმა მხოლოდ 16 პროცენტის დაგროვება შეძლო.