უცხოეთი
ლავროვი ტილერსონის ოხუნჯობას პასუხობს

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. „დედაჩემმა მასწავლა, რომ ბიჭებს ტანგო არ ვეცეკვო“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის კომენტარს რუსეთის პირველ დიპლომატთან ტანგოს ცეკვის თაობაზე.

თუ რექს ტილერსონი გრძნობს, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ყველასთან ტანგოს ცეკვა, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ. ძალიან გამოცდილი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ადვილად აითვისებს“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ლანჩზე ტილერსონმა განაცხადა: „შესაძლებელია რუსებთან იცეკვო ტანგო და შესაძლოა რაღაცა სარგებელი მიიღო ამით, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ლავროვთან ტანგოს ვერ იცეკვებთ“.