სამართალი
შსს-მ პოლიციის კაპიტანი იოსებ ბირთველაშვილი დააკავა

arrestშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს, შიდა ქართლის სამხარეოს მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი იოსებ ბირთველაშვილი დააკავა. ცნობილია, რომ აღნიშნულმა პირმა სამსახურეობრივ მოვალეობას გადააჭარბა, უხეშად ჩაერია მეწარმეთა შორის არსებულ ფინანსურ დავაში და ერთ-ერთი მეწარმე აიძულა, კუთვნილ 4000 ლარზე უარი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს ვებგვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე სსკ 333-ე მუხლით უკვე აღიძრა.