საზოგადოება
დემოკრატიული პროგრესის კუთხით საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - Freedom House

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ქვეყნები გარდამავალ პერიოდში - ამ სათაურით საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

დემოკრატიული პროგრესის მიხედვით, საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვს დემოკრატიულ მმართველობაში, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე, საარჩევნო პროცესსა და მედიის დამოუკიდებლობაში. ეს მონაცემი ბოლო 3 წელია, უცვლელია.

დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა - მოლდოვა და უკრაინა.

საქართველო ზოგადი დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით 7-ქულიანი სისტემით 4,65 ქულით არის შეფასებული, სადაც 1 - საუკეთესო, ხოლო 7 ყველაზე ცუდია.