საზოგადოება
გასულ წელს აჭარას 1 414 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. 2016 წელს აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1 414 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით კი, რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 455  ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 861 - შიდა, ხოლო 398 594 უცხოელი ტურისტი იყო.

უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რეგიონში ისევ  სამიზნე ქვეყნებიდან ისვენებდნენ.

ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი 78 965
  • რუსეთი    55 686
  • უკრაინა    45 239
  • ისრაელი   41 355
  • აზერბაიჯანი  31 326

2016 წელს აჭარაში შემოსულ ტურისტებს შორის, ასევე, ლიდერობს ირანი, საიდანაც რეგიონს წლის განმავლობაში 24 865 ტურისტი სტუმრობდა. რეგიონში დიდი რაოდენობით შემოვიდნენ არაბი ტურისტებიც. აჭარაში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან - 6 953, საუდის არაბეთიდან კი 8 540 ტურისტი ისვენებდა.

აჭარაში ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი იყო ივლისი-სექტემბერი, რა დროსაც რეგიონში წლის განმავლობაში ჩამოსული ტურისტების 40% ისვენებდა.