საზოგადოება
საქართველოში დღეს დილით კიდევ ერთი სუსტი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა

seismoწუხელ, გვიან ღამით მიწისქვეშა ბიძგები ბაღდათისა და ვანის რაიონების მოსახლეობამ ორჯერ იგრძნო: პირველი - ღამის 2 საათისთვის, მეორე კი – ოდნავ მოგვიანებით. ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლები გუშინ ბაღდათის რაიონის სოფელ დაფენილში ჩავიდნენ. მათ ერთ-ერთი ადგილორივი მოსახლისას სეისმოგრაფი დააყენეს, რომელიც რეგიონის სეისმურობას შეისწავლის. სავარაუდოდ, ეს აპარატურა რეგიონში მშენებლობების დაგეგმვაში სამომავლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ასეთივე ჯგუფი იმყოფება აბასთუმანშიც.

ამ დილით საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა. მონიტორინგის ცენტრში ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დასავლეთში ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება.