აქტუალური
გელა ხვედელიძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, ორი ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს ხვედელიძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

გელა ხვედელიძე ”ნიუ ჰოსპიტალშია” მოთავსებული. კლინიკის მედიკოსების ინფორმაციით, მას კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ, თუმცა, როგორც ხვედელიძის მეგობარმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვედელიძე სამართალდამცველებს ჩვენებას ვერ მისცემს.