უცხოეთი
ტერაქტი სანკტ–პეტერბურგის მეტროში

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 45 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ადასტურებს.

უწყების განცხადებით, მიმდინარეობს ტერაქტის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, ორშაბათს, 3 აპრილს, ადგილობრივი დროით 14.40 საათზე სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - „სენაია პლოშადსა“ და „ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ შორის დამაკავშირებელ ხაზზე აფეთქება მოხდა.