გამოცემა 91: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი.
წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით:
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 5%-ით და 1.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს;
- ყველაზე მეტად ინვესტიციები გაზრდილია თურქეთიდან (200 მლნ აშშ დოლარით) და 272 მლნ აშშ დოლარს შეადგენს;
- ყველაზე მეტად ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია დამამუშავებელი მრეწველობისა (79%; 53 მლნ აშშ დოლარით) და ენერგეტიკის (64%; 79 მლნ აშშ დოლარით) სექტორში, ხოლო შემცირებულია საფინანსო სექტორში (-24%; 42 მლნ აშშ დოლარით);
- ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია ქვემო ქართლში (265%; 56 მლნ აშშ დოლარით), ხოლო შემცირებულია აჭარაში (-21%; 43 მლნ აშშ დოლარით).