პოლიტიკა
როგორც საქინფორმს "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, დღეს პარლამენტის შენობის წინ დევნილთა აქციები დაიწყება.
მისი თქმით, მას შემდეგ,რაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას იჩენს, საპროტესტო აქციების მეტი, მათ არაფერი დარჩენიათ.აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 14:30 საათზე დაიწყება და მას კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, ხალხის პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე და "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბაგებში მდებარე სტუდქალაქის სამი კორპუსიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს.