სამართალი
“რატომ იყიდება ნარკოტიკები “დინამოს” სტადიონზე?“ - სანდრო ბრეგაძე

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!!!

ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ვერ იტანთ ნარკომანიას, ზუსტად ვიცი, რომ ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და გიმალავენ, ამიტომ მე მოგაწვდით ინფორმაციას. კლუბი ”ბასიანი”, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები, სადაც წამლავენ ახალგაზრდებს, სადაც იხოცებიან პატარა ბავშვები, სადაც ყვავის ლგბტ პროსტიტუცია - კონფიდენციალურმა წყარომ მომაწოდა ეს ინფორმაცია. ამავე სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ”პრიტონი” ეკუთვნის სახელმწიფოს ახლანდელი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის ოჯახს, ნაცების (მერაბიშვილის ცოლის სამეგობროს) ბომონძღს და ლგბტ დაჯგუფებას. ეს ყველაფერი ხდება თბილისის ცენტრში, “დინამოს” სტადიონთან. ჩემი წყაროსი თუ არ გჯერათ, გააგზავნეთ თქვენი ერთგული ხალხი და თავად დარწმუნდებით ამაში. ეს გახლავთ ქართველი ერის გენოციდი, ქართველი ერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც წარმატებით ხორციელდება!!!! მომავალ თაობას შველა ჭირდება, თორემ დახოცეს ამ ”ბარიგებმა” ჩვენი შვილები!!!

P.S. ამ ინფორმაციის გამჟღავნებით ისიც ვიცი, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებ და პროვოკაციას აუცილებლად მომიწყობენ, მაგრამ ჩვენი შვილების გადასარჩენად ღირს თავგანწირვა!!!“, - წერს სანდრო ბრეგაძე.