სამართალი
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას უნომრო პისტოლეტი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.