უცხოეთი
მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას რფ–ის სამხედრო ძალებში სამხრეთ ოსეთის ნაწილების შესვლას

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებითი შეთანხმება გაფორმდა. დოკუმეტს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრებმა მოსკოვში მოაწერეს ხელი, - იუწყება სააგენტო „ტასი“.

ჩვენ, როგორც ადრე, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობას კავკასიაში სტაბილურობის ერთ-ერთ ფაქტორად განვიხილავთ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

შეთანხმება ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეების“ რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს და მათი რუსეთის სამხედრო ბაზებზე გამგზავრებას ნებაყოფლობითი წესით.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, თიბილოვის განმარტებით, შეთანხმებით გათვალისწინებულია რუსეთის არმიაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის 150 „მოქალაქის“ მიერ სამხედრო სამსახურის გავლა. ასევე, სამხრეთ ოსეთის სამხედროების სამხედრო წოდების აღიარება რუსულ არმიაში გადასვლის შემთხვევაში.